თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ერთ-ერთი კომერციული ობიექტი გაქურდეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარი ფაქტის შედეგად ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინები, სავარაუდოდ წაღებულია სალაროში თანხა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დგინდება ზარალის ზუსტი რაოდენობა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.