თბილისის ცენტრში, აბაშიძის ქუჩაზე სიგარის სახლი გაქურდეს. შემთხვევა დილის 09:00 საათზე მოხდა, როცა კომერციული ობიექტი დაკეტილი იყო. წაღებულია სიგარები, ზარალს მაღაზიის მფლობელები ამ დრომდე ითვლიან. ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.