სასაზღვრო პოლიციამ, ბათუმის პორტში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პანამის დროშით მცურავი ხომალდი "ULTRA LYNX” დააკავა. გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდონეზიის მოქალაქეა, საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება კი ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცა.