17 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში ტყის მასივი გაჩეხეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში ტყის მასივი გაჩეხეს. საუბარია 16 ჰექტარ ფართობზე, სადაც როგორც დაავადებული, ასევე ჯანმრთელი ხეები, მათ შორის წიფელი, მუხა და წაბლი მოჭრეს. ჭრა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განახორციელა. უწყების ინფორმაციით, ხეები საფრთხეს უქმნიდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ირწმუნება, რომ პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა. მოჭრილი მასალა სატყეო სამსახურის დახმარებით, სოფელ არაშენდაში დასაწყობდა. რა მიზნით იქნება გამოყენებული ხეები და მოხმარდება თუ არა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, ამაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტი იმსჯელებს.

დღის ამბები