17 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
შენობის გარეშე დარჩენილი #50-ე ბაგა-ბაღი - ბავშვები ორი თვეა საბავშვო ბაღში ვერ დადიან

ორი თვეა, 50-ე ბაგა-ბაღში ბავშვები ვეღარ დადიან. ადმინისტრაციამ შენობა მას შემდეგ დაკეტა, რაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ის ავარიულად შეაფასა. აღსაზრდელები არც სხვა ბაღებში გადაუნაწილებიათ, ამიტომ მათ მთელი დღის განმავლობაში სახლში უწევთ ყოფნა. ეს კი პრობლემას უქმნის დასაქმებულ მშობლებს. ისინი ამბობენ, რომ შვილებს ვერსად ტოვებენ, ამიტომ სამსახურების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. მშობლების თქმით, თავდაპირველად უთხრეს, რომ შენობა ათი დღით იკეტებოდა, შემდეგ განუმარტეს, რომ ბავშვები ბაღში ზამთრის არდადეგების შემდეგ დაბრუნდებოდნენ. თუმცა, მათი თქმით, ამ დრომდე არავინ სცემს კონკრეტულ პასუხს, შეძლებენ თუ არა ბავშვების მიყვანას ბაღში 14 იანვრიდან.

როდის შეძლებენ ბაღში ბავშვების მიყვანას ან როდის მოხერხდება დროებით ალტერნატიული ფართის ქირაობა, ამაზე კამერასთან საუბარი არ ისურვა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

დღის ამბები