”საფრთხეების შეფასების დოკუმენტი” - საქართველო ერთადერთია განვითარებულ ქვეყნებს შორის, რომელსაც უსაფრთხოების კონცეფცია არ გააჩნია. ქვეყანას, რომლის 25 % ოკუპირებულია, არ აქვს კონცეფცია მის წინაშე არსებული სამხედრო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიური, ტერორისტული, კიბერუსაფრთხოების, თუ ტექნოლოგიური და ბუნებრივი კატაკლიზმების საფრთხეების შესახებ. თავდაცვის სამინისტოს ვებ-გვერდზე ატვირთული ”საფრთხეების შეფასების დოკუმენტი” 2010 წლით თარიღდება. მას ვადა 2013 წელს ამოეწურა.
ამ დოკუმენტის არსებობას კანონი ხელისუფლებას 2006 წლიდან ავალდებულებს
სწორედ ამ დოკუმენტმა, უნდა განსაზღვროს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და სტრატეგიული კონცეფცია. საფრთხეების შეფასების დოკუმენტს მთავრობა უშიშროების საბჭოსთან ერთად ადგენდა, პრემიერ კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით 2015 წლიდან ეს ფუნქცია კრიზისების მართვის საბჭოს გადაეცა, იმ საბჭოს, რომელსაც მინდია ჯანელიძე და ალექსანდრე ჭიკაიძე ხელმძღვანელობდნენ.
საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზის თანახმად, ქვეყნის ნომერ პირველ საფრთხედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც ყველა ბერკეტით ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრები და დემოკრატიული განვითარება.