17 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
უარი აშშ-ს ელჩობის კანდიდატს, განაწყენებული ირანი და სირიის აღიარებული ოკუპირებული რეგიონები-ქართული საგარეო პოლიტიკა 2018 წელს

უარი აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს - ეს არის 2018 წლის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ მიიღო. მიმდინარე წელი რამდენიმე პოლიტიკური მოვლენით გამოირჩეოდა, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მცოცავი ანექსიის გაგრძელებაა, რომლის შეჩერება მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ასევე მიმდინარე წელს ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი სირიამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო გიორგი კვირიკაშვილის ჩანაცვლება. 2018 წლის მეორე ნახევარში ქვეყნის მთავრობას სათავეში მამუკა ბახტაძე ჩაუდგა.

ამავე წელს ქვეყანას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სტუმრობდა. 2018 წელს საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთობა დაიძაბა. საზღვარზე არშემოშვების ახალი პოლიტიკის დამსახურებით საქართველოში ჩამოსული ირანის მოქალაქეების დიდი ნაწილი უკან გააბრუნეს. ამ ფაქტს კი ირანის მხრიდან ოფიციალური გაფრთხილება მოჰყვა.

წელს ყველაზე სერიოზული საგარეო მოღწევა ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა იყო.

ნატო-ს უკანასკნელი სამიტიდან 2018 წელს ქართულმა დელეგაციამ ჩამოიტანა შავ ზღვაზე გააქტიურების დაპირება.

დღის ამბები