17 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
განხეთქილება "ოცნებაში," ხმაურიანი ინაუგურაცია, პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი... - წლის სკანდალური პოლიტიკური მოვლენები

2018 წელი მმართველმა პარტიამ გამოცხადებული დაშლის ქრონიკით დაასრულა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.

ერთ-ერთი ბოლო პოლიტიკური მოვლენა ასევე პრეზიდენტის ხმაურიანი ინაუგურაცია იყო. ოპოზიციის  წევრები თელავში არ შეუშვეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

2018 წელი პოლიტიკურად გამორჩეულად მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე შეჯერება შეძლეს.

მიმდინარე წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილის პოსტიდან დათხოვნა მოჰყვა.

2018 წელს "ქართული ოცნება" კორუფციულ სკანდალშიც გაეხვა, რომელშიც მთავრობის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი ფიგურირებდნენ. "ომეგას" საქმეს და ბრალდებებს, რომელიც კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გააჟღერა ლონდონის სასამართლოს განიხილავს. ამ საქმის ირგვლივ იყო ფარული ჩანაწერების ომი.

კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი მირზა სუბელიანს უკავშირდება. ციხის საკანში გაკეთებულ ჩანაწერში დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებდა. ჩანაწერის მიხედვით ირკვეოდა, რომ სუბელიანსა და მთავრობის მაღალ ეშელონებში მყოფ პიროვნებებს შორის არსებობდა გარკვეული გარიგება, რის სანაცვლოდაც სუბელიანი პატიმრობას დათანხმდა, თუმცა საკანში შესვლის შემდეგ ის სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

დღემდე ქუჩაში დგანან და სამართალს ითხოვენ შვილმოკლული მამები. ზაზა სარალიძემ და თემირლან მაჩალიკაშვილმა ამ დრომდე ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე ვინ მოკლა მათი შვილები და რატომ არიან ისინი ამ დრომდე დაუსჯელი.

ქუჩის აქციებზე არანაკლებ დაძაბული აღმოჩნდა 2018 წლის საპარლამენტო ცხოვრებაც. უამრავ დაპირისპირებას შორის გამოირჩეოდა  ერთ-ერთ დასკვნით სხდომა, რომელზეც ვნებათა ღელვამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ ქალმა დეპუტატმა კაცებზე გაიწია.

 
 

ამავე თემაზე
დღის ამბები