17 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ბენზინი, პური და შიმშილის ზღვარზე მყოფი ყოველი მეხუთე მოქალაქე-2018 წლის ეკონომიკურ მოვლენები

ყოველი მეხუთე მოქალაქე ქვეყანაში შიმშილობს - ასეთია 2018 წლის ეკონომიკური სტატისტიკა ქვეყანაში. „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 6 წლის შემდეგ აღიარა, რომ ღარიბთა არმიას "ოცნების" მმართველობის წლებში კიდევ ათობით ათასი ადამიანი შეურთდა, უკიდურესად ღარიბთა წილიც ბოლო 3 წლის განმავლობაში 19-დან 22%-მდე გაიზარდა.

ლარის ინფლაციას ქვეყნაში ჯაჭვური რეაქცია მალე მოჰყვა. 2018 წელს ერთი ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 25 თეთრით გაიზარდა. გაძვირდა პური.

2018 წელს ხელისუფლებამ ვერც ინვესტიციების მიმართულებით იმუშავა. წლევანდელი 3 კვარტლის მონაცემებით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან ჩამორჩენა 30%-ია.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები