17 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
არჩევნები, მცოცავი ოკუპაცია, შვილმოკლული მამები, დემნა გვასალია... - 2018-ის მთავარი მოვლენები და პერსონები

2018 წლის მთავარი მოვლენები, რომელიც ადამიანებს ყველაზე კარგად დაამახსოვრდათ. ამის გასარკვევად „პოსტსკრიპტუმი“ მოქალაქეებს შეხვდა და მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენება სთხოვა. 

პირველი, რაც მოქალაქეებს 2018 წლის მთავარ მოვლენად ახსენდება, არჩევნებია. პირველ ტურში ოპოზიციის წარმატება და მეორე ტურის გაყალბები.

„საპრეზიდენტო არჩევნები იყო სამარცხვინო საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

თითქმის ყველამ გამოარჩია შვილმოკლული მამების პროტესტი. ახსოვთ აქციები, მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერები და მკვლელობები, რომლის გამოც სასჯელს არავინ იხდის.

მთავარი გამოწვევა და სატკივარი მცოცავი ოკუპაციაა, მთავარ აგრესორად კი რუსეთი რჩება. მოქალაქეებს კარგად ახსოვთ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, რომლის მკვლელებიც დღემდე დაუსჯელები არიან.

ბევრ მათგანს ახსოვს ჩხუბები პარლამენტში. ახსოვთ ასევე თელავთან განვითარებული მოვლენები ინაუგურაციის დღეს, როდესაც ოპოზიციის წევრებს გზა ჩაუკეტეს და ქალაქში შესვლის უფლება არ მისცეს.

ნეგატიურთან ერთად, 2018 წელს სასიხარულო მოვლენებიც იყო. რესპონდენტებისთვის განსაკუთრებით საამაყო ის ადამიანები არიან, რომლებმაც საქართველო ასახელეს. რესპონდენტებს ახსოვთ სპორტსმენი გურამ კაშიას საქციელიც, რომელიც UEFA-გან თანასწორობის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა. წლის პერსონად დემნა გვასალიას ასახელებენ.

 

 

დღის ამბები