"მესამე" არხი ახალი ალტერნატივაა, რომელიც ქართულ ტელესივრცეში მთელი დატვირთვით ხვალიდან ამუშავდება. მესამე არხის მიღმა „ფორმულა კრეატივის“ გუნდი დგას. „ფორმულა კრეატივში“ ფიქრობენ, რომ მათ ისეთი ტელე საკომუნიკაციო ენა შექმნეს, რომელიც წლების განმავლობაში ყველა ინტერესის ადამიანისთვის გასაგებად იქცა.
მიშა მშვილდაძე მესამე არხზე იუმორისტულ-ანალიტიკური შოუს წამყვანის ამპლუაშიც წარსდგა. მის იუმორისტულ ფოკუსში ხვდება ყველა ის მოვლენა, რაზეც ქვეყანაში ყველაზე მეტს საუბრობენ. უკვე 14 იანვრიდან მიშა მშვილდაძის გადაცემა „მესამეს“ საეთერო ბადეს ყოველდღე დაიკავებს.
თომა ჩაგელიშვილი "მესამეს" ეთერს დოკუმენტური ფილმებით დაიკავებს. გადაცემაში ავტორი ყველა ადამიანს მოიწვევს, რომელიც ფილმში ასახულ მოვლენებთანაა დაკავშირებული.
"მეოთხე" კიდევ ერთი არხია, რომელსაც „ფორმულა კრეატივი“ აუდიტორიას შესთავაზებს. სერიალები და გადაცემები რეალური ისტორიებით ყველა ასაკის და გემოვნების მაყურებლისთვის არხის მთავარი კონცეფციაა.
2019 წლიდან არხები "მესამე" და "მეოთხე" სრული დატვირთვით ამუშავდებიან და მაყურებელს ბევრ საინტერესო გადაცემებს პირდებიან.
ავტორი: რუსკა გიორგაძე.