17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
საქართველო 2019 წლის შესახვედრად ემზადება - საახალწლო გალა კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება  

საქართველო ახალი, 2019 წლის შესახვედრად ემზადება. გენერალური რეპეტიცია რესპუბლიკის მოედანზე გვიანობამდე გაგრძელდა.  საახალწლო გალა კონცერტი ღამის 11 საათზე გაიმართება.

მასშტაბურ კონცერტში 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნება ამერიკიდან ჩამოსული ბენდი.  საახალწლო კონცერტი სამ სცენაზე იქნება წარმოდგენილი. შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები.

ძირითად კონცერტს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველი გაუძღვება. ზეიმი ქალაქის ცენტრში თითქმის ოთხი საათი გაგრძელდება.

დღის ამბები