ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა გახანგრძლივდება. მერიის გადაწყვეტილებით ტრანსპორტი მგზავრებს ამჯერადაც უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან, 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.
მეტროპოლიტენი ახალი წლის ღამეს 04:00 საათამდე იმუშავებს, საბაგირო კი 03:00 საათამდე.