17 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
დაჭრილი 20 წლის წვევამდელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

20 წლის წვევამდელის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. დაჭრილი  რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში იმყოფება.

ხაჩატურ მანკასარიანს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა 2 დღის წინ სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მოხდა, როდესაც წვევამდელი გარე პერიმეტრზე მორიგეობდა.

ამ ეტაპზე დაუდგენელია ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა თუ გაუფრთხილებლობა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები