17 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
იუსტიციის საბჭოში ხმაურიანი სხდომაა მოსალოდნელი - საბჭოს წევრებმა ოთხი მოსამართლის ვადის გაგრძელებაზე უნდა იმსჯელონ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმაურიანი სხდომაა მოსალოდნელი. საბჭოს წევრებმა ოთხი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე უნდა იმსჯელონ. მათ მოსამართლეობის სამწლიანი ვადა დაუმთავრდათ.

მოსამართლეებს შორის არის ირაკლი შავაძეც. ის დაახლოებით ერთი წლის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელს ზეწოლის გამო დაუპირისპირდა.

საბჭოს არამოსამართლე წევრები დარწმუნებული არიან, რომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებს საბჭო ვადას არ გაუგრძელებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელსაც არ უყვარს განსხვავებული მოსაზრებები.  მას განსხვავებული აზრის პატივისცემა არ შეუძლია. საზოგადოებას შეუძლია ნათლად წარმოიდგინოს თუ რატომ უთხრა საბჭომ უარი ირაკლი შავაძეს დძ რატომ არ გაუხანგრძლივა უფლებამოსილების ვადა, იმიტომ რომ მას არ უყვარს განსხვავებული აზრი,“-ამბობს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები