17 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
საქართველოდან აქვთ თხოვნა, რომ არ შემიშვან შენგენის ზონაში - მაჩალიკაშვილს გერმანიის საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს

პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შენგენის ზონაში შესვლაზე უარი მეორედ უთხრეს.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის ბერლინში სტამბოლის აეროპორტის გავლით ჩავიდა, თუმცა გერმანელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. მიზეზად ავსტრიისა და საფრანგეთის მოთხოვნა დაასახელეს.

მისი თქმით, მესაზღვრეებმა მას პირდაპირ განუცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ავსტრიასა და საფრანგეთს თხოვნით მიმართა, არ შეეშვათ მალხაზ მაჩალიკაშვილი შენგენის ზონაში. თემირლან მაჩალიკაშვილის მამას ამბობს, რომ მოთხოვნის მიზეზად საქართველოს ხელისუფლებამ უსაფრთხოება დაასახელა.

„მივდიოდი გერმანიაში, მინდოდა სხვადასხვა ქვეყნებში გასვლა, რომ მელაპარაკა ჩემს უბედურებაზე, როგორ მომექცა საქართველოს სახელმწიფო.  საფრანგეთს აქვს მიცემული თხოვნა,რომ ეს ადამიანი არ შეუშვან შენგენის ზონაში. საფრანგეთმა გადმოსცა გერმანიას,რომ ამ ადამიანს ნუ შეუშვებთ შენგენის ზონაში,“-ამბობს მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები