ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გაუარესებული მდგომარეობა, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, გამოუძიებელი, გახმაურებული საქმეები - 2018 წელს სახალხო დამცველი აჯამებს.
ნინო ლომჯარია თვლის, რომ ქვეყანამ ბევრი მიმართულებით განვითარების ნაცვლად უკან დაიხია. ომბუდსმენი ყურადღებას სისტემურ ხარვეზებზე ამახვილებს და მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს - დაგეგმილი რეფორმები მაქსიმალურად სრულფასოვნად განახორციელოს.
„როცა 2018 წელს ვლაპარაკობთ გვახსენდება სიცოცხლის უფლება, რომელთან დაკავშირებითაც არის ხორავას საქმე, მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიება. სასამართლოში არსებული პრობლემები, განსაკუთრებით ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ აქ პრობლემები ბევრია. რეფორმის აუცილებლობა მრავლად არის,. ვერ მოხდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება დროულად, იმედი გვაქვს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედების შემდგომ ამ მიმართულებით სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდება,“-ამბობს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.