17 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
შეტევა არასამთავრობოებზე, დარღვევები არჩევნებზე და პოლარიზებული გარემო - სამოქალაქო სექტორი 2018 წელს აფასებს

შეტევა სამოქალაქო სექტორზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები და პოლარიზებული საზოგადოება - 2018 წელს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ.

მათი თქმით, 2018 წელს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, ასევე კლანური მმართველობა, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა.

უარყოფითთან ერთად სამოქალაქო სექტორი დადებთ ტენდენციებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"ჩვენ კიდევ ვხედავთ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ მტრულ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან. აქ არ შეიძლება პირველ რიგში არ გამოვყოთ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და მისი პრაქტიკულად მკვლელობის საქმე, ბასიანთან დაკავშირებული აქციები, იქ განხორციელებული რეიდი, რომელშიც დავინახეთ სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადაემეტება. არჩევნები სამწუხაროდ ჩვენ 2018 წელს გვქონდა საკმაოდ მძიმე ,აქ იგულისხმება, ერთის მხრივ ნეგატიური კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რომელმაც საზოგადოების პოლარიზებას შეუწყო ხელი,"-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები