იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეკა ბესელიას და მის გუნდს უპირისპირდებიან. საგანგებო განცხადება მოსამართლეებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.
ისინი ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს მუქარაში , სასამართლოზე ზეწოლასა და სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებენ.
მოსამართლეები აცხადებენ, რომ არასწორია მოსამართლეების განსჯა იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური რეჟიმის დროს ეწეოდა საქმიანობას.
„ლევან გოგიჩაიშვილი უკვე აშკარა მუქარაზეა გადასული და ეს სხვა არაფერია თუ არა სასამართლო ხელისუფლების დასჯის მცდელობა, იმისთვის, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული მანდატით ფარგლებში. ასევე აბსოლუტურად დაუშვებელია ეკა ბესელიას განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე არიან სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსახური მოსამართლეები. გაურკვეველია ვის გულისხმობს სააკაშვილის პერიოდში მომსახურე მოსამართლეებში, ეს ყველაზე თუ არის გავრცელებული, აშკარად დისკრიმინაციული და უსაფუძვლო განცხადებაა, რომ მათ შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში,"-აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.
საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებმა მოსამართლეები კომპეტენციისა და საქმიანობის მიხედვით უნდა შეაფასონ.
მისივე თქმით, ბესელიამ ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის თავზე ცდუნებას ვერ გაუძლო და სურს სასამართლოში საკუთარი კადრები შეიყვანოს. „ჩემი აზრით, ალბათ ცდილობს, შეიყვანოს სასამართლო სისტემაში მისთვის მისაღები პიროვნებები. მისთვის სასურველი ადამიანები.ალბათ ცდილობენ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა“-ამბობს სერგო მეთოფიშვილი.
დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციან სიას მოჰყვა, რომელიც ჯერ პარლამენტმა დაიწუნა და მოსამართლეთა გამწესება საგაზაფხულო სესიისთვის გადადო, შემდეგ კი ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სია არ იცვლება, სიაში შეყვანილი მოსამართლეები კი მისთვის მიუღებელია და თანამდებობა დატოვა.
„ჩემი აზრით, ალბათ ცდილობს, შეიყვანოს სასამართლო სისტემაში მისთვის მისაღები პიროვნენები. მისთვის სასურველი ადამიანები.ალბათ ცდილობენ დაიმორცილონ სასამართლო სისტემა“-ამბობს სერგო მეთოფიშვილი.