ჭყონდიდის მიტროპოლიტი საპატრიარქოში არსებულ კრიზისზე საუბრობს და საეკლესიო სასამართლოს აღდგენას ითხოვს. განცხადება მეუფე პეტრემ "რუსთავი2"-თან საუბრისას გააკეთა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი წმინდა სინოდის უმოქმედობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მღვდელმთავრები დიდი ხანია ვეღარ აგვარებენ ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებს.
„სინოდის სხდომები მთავრდება და პასუხგაუცემელი შეკითხვები რჩება და პრობლემებიც კი არათუ აღმოფხვრილი და მოგვარებული, ზოგჯერ უფრო მეტად გაღრმავებულია, ეს მიუთითებს რა თქმა უნდა კრიზისულ მდგომარეობაზე.
ვინაიდან სინოდის სხდომები არსებულ პრობლემურ საკითხებს ვერ აგვარებს და არ წყდება, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს ორგანიზებული დიდი საეკლესიო კრება,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.