17 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
რესპუბლიკის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალა კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება

რესპუბლიკის მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალა კონცერტი ზუსტად 23:00 საათზე დაიწყება.

ყველას ვისაც სურვილი აქვს, რომ ახალ, 2019 წელს გარეთ შეხვდეს, წინ რამდენიმე საათიანი დაუვიწყარი ღონისძიება ელოდება.

ქართველ შემსრულებლებთან ერთად კი ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო სოფელიც დახვდებათ.

საახალწლო კონცერტზე 200 შემსრულებელი იმღერებს და შეასრულებენ მრავალფეროვან რეპერტუარს. რესპუბლიკის მოედანზე სამი სცენაა მოწყობილი.

თბილისის მერიის კულტური საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, სოფო ხუნწარიას თქმით, 23:00 საათზე დაიწყება გალა-კონცერტი, ხოლო საახალწლო სოფელი ფუნქციონირებას 15:00 საათიდან დაიწყებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, არის ის, რომ საახალწლო ს9ოფელს აქვს ახალი კონცეფცია - ყველაფერი ერთ სივრცეში, მთავარი ნაძვის ხე, გალაკონცერტის სცენა, ორი სცენა - ერთ საბავშვო სცენა და მეორე თემატური კონცერტების. ასევე, საახალწლო სოფელი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა კულინარიულ სივრცეებს, 70-მდე მცირე მეწარმე არის გამოსული, რომელსაც თავიანთი პროდუქცია აქვთ წარმომადგენელი,“ - ამბობს ხუნწარია.

ხუნწარიას განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება და დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. 

დღის ამბები