17 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
ახალი წლის ღამეს მოთოვს

ახალი წლის ღამეს თოვაა და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ თბილისში თოვა დაახლოებით, ღამის 00:00 საათიდან დაიწყება. 

სინოპტიკოსები თოვას ელიან აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონშიც. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის, დავით ლოლაძის თქმით, თოვა პირველი იანვრის დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება, მეორე ნახევარში კი გამოიდარებს.

„დასავლეთის მთაში და მაღალ მთაში იქნება თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც ასევე იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. თბილისში, ღამის საათებში, ახალი წლის ღამეს, შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი,“ - განაცხადა დავით ლოლაძე.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები