17 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
ახალ ზელანდიაში ახალ წელს ზეიმობენ

მსოფლიო 2019 წელს ეგებება - ამ წუთებში ახალი წლის დადგომას ახალ ზელანდიაში ზეიმობენ. ტრადიციულად ფეიერვერკების შოუ ოკლენდის ცენტრში ეწყობა. პიროტექნიკას 328 მეტრის სიმაღლის "სქაი-თაუერიდან" უშვებენ. ახალი ზელანდია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ახალი წლის აღნიშვნა ფოიერვერკების გრანდიოზული შოუთი იწყება. ცათამბრჯენთან ერთად საზეიმოდაა განათებული ოკლენდის ხიდიც.

თუმცა ახალ ზელანდიამდე ერთი საათით ადრე 2019 წელი უკვე დადგა სამოასა და კირიბატიში. თბილისის დროით 5 საათზე კი ახალ წელს ავსტრალიაში იზეიმებენ. გრანდიოზული სანახაობის ეპიცენტრი, ტრადიციულად, სიდნეის ნავსადგური იქნება. ფეიერვერკის შოუთი შეხვდებიან ახალ წელს ევროპის ქვეყნებიც, თუმცა მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკისკენაა მიპყრობილი, სადაც ზუსტად ღამის 12 საათზე ბროლის ბურთს დაუშვებენ. ვარაუდობენ, რომ თაიმს სკვერზე 2018 წლის ბოლო წამებს ერთად მილიონზე მეტი ადამიანი აითვლის. 

დღის ამბები