17 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
"ამათი თხოვნით დამაბრუნეს ბერლინის აეროპორტიდან უკან" - მალხაზ მაჩალიკაშვილს შენგენის ზონაში შესვლაზე უარი უკვე მეორედ უთხრეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მას ბერლინში შესვლაზე უარი საქართველოს ხელისუფლების ჩარევის საფუძველზე უთხრეს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა განმარტავს, რომ  ოფიციალური დასაბუთებული ცნობა, რის საფუძველზეც მას უარი ეთქვა შენგენის ზონაში შესვლაზე, არ არსებობს.

„26-მდე დავიცდიდი, 26-ის მერე შევეცდებოდი გამეტანა ეს სიმართლე და ეს ყველაფერი. ამეხსნა რა დონის ხელისუფლება გვყავს საქართველოს, რა დონის ჭორების და ტყუილების გამავრცელებელი სტრუქტურები გვყავს საქართველოში და როგორ მექცევიან, რა დღეში ჩამაგდეს და როგორ მიწევს ამ სახელმწიფოსთან ბრძოლა. როგორ მიწევს ქუჩაში დგომა. ეს ყველაფერი და თემირლანის უდანაშაულობა უნდა ამეხსნა ევროპის ქვეყნებში, მაგრამ  როგორც ასეთი ამათი თხოვნით დამაბრუნეს ბერლინის აეროპორტიდან უკან. ოფიციალურ მიზეზს ისინი არ იძახიან. მაგათ რაც მითხრეს არის თხოვნა ავსტრიიდან და საფრანგეთიდან, გერმანიას სთხოვეს, რომ ეს ადამიანი არ შეუშვათ შენგენის ზონაში. მაგრამ როგორც ასეთი რის საფუძველზე, რატომ, იმათ ახსნა არ აქვთ,“-განაცხადა  მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს შენგენის ზონაში შესვლაზე უარი უკვე მეორედ უთხრეს.

დღის ამბები