შეწყალების პირველი აქტი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისგან - სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ სამი მსჯავრდებული ინდივიდუალური აქტით, კომისიის გარეშე შეიწყალა.
სამივე შეწყალებული ქალბატონია. მათ შორის ერთი ორსულია, მეორე მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, მესამეს კი სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
სამივე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სამომავლოდ აპირებს შეწყალების საკითხთა კომისია ახალი წევრებით დააკომპლექტოს.