08 სექტემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ავსტრალიაში ახალი წელი დადგა

მსოფლიო ახალი წლის დადგომას ზეიმობს. ავსტრალიაში უკვე 2019 წელია. ქვეყანა დღესასწაულს, ტრადიციულად, გრანდიოზული და გამორჩეული სანახაობით შეხვდა.

სიდნეის ნავსადგურში, რამდენიმე ადგილიდან ტონობით ფოიერვერკი გაუშვეს.

წელს პირველად ახალი ტექნოლოგიების წყალობით შოუს ორი ახალი ფერი დაემატა: ლაიმის და ატმისფერი. შოუს ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

დღის ამბები