17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ასეთი რამ „რუსთავი 2“- ის ეთერში არ ყოფილა,“ - ყველაზე მუსიკალური, მხიარული და ენერგიული შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

რამდენიმე საათში საზეიმო განწყობას მთავარ არხზე "მხოლოდ ქართულის" დაუვიწყარი მეგა შოუ შექმნის, რომლისთვისაც კონკურსანტებიც, ჟიურიც და პროდიუსერებიც განსაკუთრებულად ემზადებიან. დღევანდელი კონკურსი გამორჩეული იქნება. მას შემდეგ, რაც კონკურსანტები შეასრულებენ საკონკურსო სიმღერებს და ჟიური მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ დატოვებს შოუს, კონცერტი ვარსკვლავების მონაწილეობით გაგრძელდება.

"მხოლოდ ქართულის" სცენაზე სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. შოუს წამყვანები მაყურებელს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდებიან და ამბობენ, რომ დაგეგმილი სიურპრიზი, რომელის მსგავსიც "რუსთავი 2"-ის მაყურებელს ამ დრომდე არ უნახავს.

„იქნება ძალიან მხიარული, ძალიან მუსიკალური, სიურპრიზებით სავსე. ყველა ვემზადებით იმისთვის, რომ ეს სიურპრიზი გამოვიდეს. იმიტომ, რომ ასეთი რამ „რუსთავი 2“- ის ეთერში არ ყოფილა,“-განაცხადა მაია ასათიანმა. 

დღის ამბები