ექსკლუზიური ვიდეომასალაა, რომელსაც „რუსთავი 2“ განსაკუთრებული საიდუმლოების დაცვით მთელი წელი ინახავს. ყველაზე მხიარული და მოულოდნელობებით აღსავსე კადრები, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა, თუმცა „კურიერის“ არქივმა შეინახა.
ის, რაც მაშინ ხდება, როდესაც ჩართული კამერა აღარავის ახსოვს. პირველად ეთერში, "კურიერის" წლის ბოლო გამოშვებაში ტრადიციულად 2018 წლის საუკეთესო კურიოზები.