17 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
რამდენიმე საათი ახალი წლის დადგომამდე და მნიშვნელოვანი ატრიბუტები - რჩევები პროფესიონალებისგან   

რჩევები საახალწლო სუფრის გაშლისთვის, რათა სახლში მეტი დღესასწაული შეიქმნას. ინტერიერის დიზაინერი, ნინო ჟღენტის რჩევაა, საახალწლო სუფრა სხვადასხვა დეტალებით გაფორმდეს. მაგალითად გოგრით, ან თუნდაც მძივებით და რაც მთავარია გამოვიყენოთ ნატურალური მასალის ჭურჭელი.

ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაცია დღესასწაულზე ყველაზე მნიშვნელოვანია. დიზაინერი თვლის, რომ ასტროლოგების რჩევებისა თუ მოდის ტენდენციების გათვალისწინებით, ან თუნდაც საკუთარი გემოვნებით მორთულ ნაძვის ხეს ჩვენთვის სიმბოლური და მნიშვნელოვანი ნივთები დავუმატოთ.

31 დეკემბერს ძაღლის წელი სიმბოლურად უნდა გავაცილოთ და შევეგებოთ ტახის წელს. ამის აუცილებლობაზე მიხეილ ცაგარელი საუბრობს.  ბრჭყვიალა და შედარებით დიდი ზომის სამკაული 2019 წლის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი იქნება.

რა იქნება აქტუალური 2019 წელს – დიზაინერებმა ნიუ-იორკის, პარიზის და ლონდონის მოდის კვირეულებზე საკუთარი კოლექციები უკვე წარადგინეს. განიერ მხრებიანი პიჯაკები, კაბები და ჯემპრები. სტილი, რომელმაც სტარტი 2018 წელს აიღო მომავალ წელსაც არ კარგავს აქტუალობას. მსოფლიო მოდის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ბრუნდება 80–90-იანი წლების ჩაცმულობა, თუმცა სახეცვლილი ფორმით.

დღის ამბები