19 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
"ძალიან მაგარი საღამო იქნება, აუცილებლად ჩაუჯექით „რუსთავი 2“-ს - "მხოლოდ ქართულის" დაწყებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება

მეგა შოუ "მხოლოდ ქართული" "რუსთავი 2"-ზე-ახალი წლის ჯადოსნური ღამის ეპიცენტრი დიდი საკონცერტო დარბაზი იქნება. მეგა შოუ მთავარ არხზე საზეიმო განწყობას  შექმნის. ამისთვის კი როგორც კონკურსანტები, ასევე ორგანიზატორები უკვე დიდი ხანია ემზადებიან. შოუ სიურპრიზებით სავსე იქნება. "მხოლოდ ქართულის" პირველი ნაწილი დაეთმობათ კონკურსანტებს. მეორე ნაწილში კი მონაწილეობას ვარსკვლავები მიიღებენ.

„ძალიან მაგარი საღამო იქნება, აუცილებლად ჩაუჯექით „რუსთავი 2“-ს. იქნება ცოცხალი შესრულები საღამო. იქნება ფანტასტიური ქართული სიმღერები, რომელიც გიყვართ და როგორც თქვენ გიყვართ, ისე შესრულდება ეს სიმღერები,“-განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ წელს "რუსთავი 2" არის რეიტინგებში პირველი და მათ შორის "კურიერი," რისთვისაც მან "კურიერის" ჯგუფს მადლობა გდაუხადა.

დღის ამბები