17 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ტრაგედია მაგნიტოგორსკში -  გარდაცვლილთა რიცხვი 38 გაიზარდა

ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში 31 დეკემბერს დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო მონაცემებით, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, 4 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულთაგან, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, 22-ის ვინაობა უკვე დადგენილია. დღეიდან რუსეთის ხელისუფლებამ მათი ოჯახებისთვის მილიონი რუბლის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაიწყო.

31 დეკემბერს ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე დამატებითი ნგრევის საფრთხეც არსებობს.

დღის ამბები