17 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
"მე-5 დღეა, წყალი არ გვაქვს, ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია" - ხმაური და დაპირისპირება გლდანში

გლდანის პირველი მიკრორაიონში მცხოვრები მოსახლეობა ახალ წელს უწყლოდ შეხვდა. სამი კორპუსის მცხოვრებლებს უკვე მე-5 დღეა, წყალი არ მიეწოდებათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უწყლობის მიზეზი ახალი რეაბილიტირებული სკვერია, რომელიც მათ ეზოში მდებარეობს.

გლდანელები დახმარებას უშედეგოდ ელოდებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება დაპირებებს მხოლოდ წინაასარჩევნოდ გასცემს, რასაც არჩევნების შემდეგ არ ასრულებს.

„ხალხი ყველას ფეხებზე კიდია. 5 დღეა, წყალი არ გვაქვს. საშინელებაა, საშინელი სუნია, სადარბაზოში ვერ შეხვალ. ახალ წელს ღორებივით შევხვდით,“- აცხადებენ ადგილობრივები.

გლდანში „კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ ადგილზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მივიდა. მასსა და მოსახლეობას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სკვერის რეაბილიტაცია წყალმომარაგების მიწოდებას არ უკავშირდება.

დღის ამბები