17 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი იზრდება - დამწვრობის ცენტრში დღეს კიდევ ხუთი პაციენტი შეიყვანეს

პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დამწვრობის ცენტრში 5 ადამიანი შეიყვანეს. მათგან სამ ბავშვია, ხოლო 2 მოზრდილი. დაშავებულთა უმრავლესობას დამწვრობა ხელებსა და სახის არეში აღენიშნებათ. ზოგიერთ მათგანს, ხელის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ხელის ამპუტაცია-რეპლანატაციის ოპერაციები დასჭირდათ. 

„ბოლო 24 საათში, ჩვენდა სამწუხაროდ, შემოვიდა კიდევ 5 პაციენტი. სამი ბავშვი და ორი მოზრდილი. მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო, ამბულატორიულად ჩაუტარდათ ქირურგიული დამუშავება ჭრილობების და დანიშნულება მიეცათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი სამწუხარო გამოცდილებით, სანამ ბოლო პეტარდა და მაშხალა არ გაიყიდება, მანამდე გრძელდება ხოლმე ეს თავგადასავლები. ეს სამწუხაროდ, ემთხვევა ასევე დასვენების დღეებს, სკოლის არდადეგებს," - აცხადებს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა 120-ს აჭარბებს. მიზეზი, ხშირ შემთხვევაში ვადა გასული და უხარისხო ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-მოხმარებაა

დღის ამბები