17 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
გრიპის ვირუსი - რუსთავის საავადმყოფოებში კარანტინი გამოცხადდა

გრიპის ვირუსის მატების გამო, რუსთავის საავადმყოფოებში კარანტინი გამოცხადდა. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული დაავადებული 12 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში ამბობენ, რომ მოქალაქეები სხვადასხვა დაავადებით მკურნალობენ და არ სურთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გრიპმა კიდევ უფრო დაამძიმოს.

მნახველების შესვლა დროებით შეიზღუდა ბავშვთა საავადმყოფოებშიც. რუსთავის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტთა მიმართვიანობა ბოლო დღეების განმავლობაში გასამმაგდა. თუ 25 დეკემბრამდე ვირუსით კლინიკაში 10-მდე ბავშვი შედიოდა, ახლა მსგავსი პაციენტების რაოდენობამ 30-ს მიაღწია.

გრიპის და მსგავსი დაავადებით დაავადებული ბავშვების რაოდენობამ სხვა საავადმყოფოებშიც გაიზარდა. ლაბორატორიულად დადასტურებელია, რომ იაშვილის სახელობის კლინიკაში გრიპით 11 ბავშვი მკურნალობს, მათგან ორი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები