ბათუმში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის ქუჩაზე კორპუსს სახურავი გადახადა და ლითონის კონსტრუქციის ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა. მათ შორის ერთი ბათუმის მერიის თანამშრომელი იყო. ასევე დაზიანებები მიიღო აჭარის ტელევიზიის ოპერატორმაც.
ქარის შემდეგ ბათუმში გაწვიმდა, რამაც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. სახურავ გადახდილ სახლებში წყალი ჩავიდა.
აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.