ხანძარი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში - ცეცხლი, დაახლოებით, 3 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ცეცხლის კერა ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი აჯამეთის ნაკრძალზეც გავრცელებულიყო, თუმცა, მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა დროულად მოახერხეს.