გურჯაანის ცენტრალურ პარკში, სადაც ქალაქმა საახალწლო ღონისძიება გამართა, განათება დააზიანეს.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა პარკის შესასვლელში განლაგებული ილუმინაციის ნაწილი დაწყვიტეს და ძირს ჩამოყარეს.
ფაქტის შესახებ იციან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.
მერის ინფორმაციით, მომხდარზე სამართალდამცავებს უკვე შეატყობინეს.
ადგილობრივები კი მიიჩნევენ, რომ სადღესასწაულო დღეებში ასეთი ადგილები უფრო მეტად უნდა კონტროლდებოდეს.
ავტორი: ია გულიაშვილი