სტამბოლის ტაძარში უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საზეიმო წირვა მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას კონსტანტინოპოლის პატრიარქი აღავლენს და მას უკრაინის პრეზიდენტიც ესწრება. საზეიმო ცერემონია წმინდა გიორგის ტაძარში იმართება.
წირვის დასრულების შემდეგ მსოფლიო პატრიარქი კიევის მიტროპოლიტს ტომოსს გადასცემს. პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს გუშინ მოაწერა ხელი.
მასში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის პოლიტიკური საზღვრების ფარგლებში კანონიკურ ავტოკეფალიას აღიარებს.