17 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
"5 ლარის კანფეტის გულიზა გაჭყლიტეს ბავშვები" - რა ხდებოდა პრეზიდენტის ნაძვის ხეზე 

ზუგდიდში გამართულ ე.წ. პრეზიდენტის ნაძვის ხეზე საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ 11-შვილიან მალვა სვირავასთან და გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა  ზუგდიდისა და სპეციალურად ამ დღისთვის გალიდან ჩამოსულ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა, რის შემდეგაც ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსახლეობის ნაწილი ამტკიცებს, რომ ღონისძიება არაორგანიზებული იყო და ბავშვებიც, საბოლოოდ, მოტყუებული დარჩნენ. ზუგდიდელების თქმით, საჩუქრების დარიგება კონცერტის დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყო.

"ეს არ არის ორგანიზებული, თორემ რომ ყოფილიყო ასეთი როგორ იქნებოდა. ძალიან მრცხვენია, 5 ლარის კანფეტის გულიზა რას არ შვრებიან გაჭყლიტეს ბავშვები. ეს ცხვორებაა?,“-განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

დღის ამბები