ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გურჯაანში ალილოს მსვლელობა მოეწყო. ალილოს მახარობლები გურჯაანის სამების ტაძრიდან დაიძრნენ და ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს.
შეგროვილ ნობათს სასულიერო პირები გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გაუნაწილებენ.
სანახაობა თეატრალიზებული იყო. დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი, რომელიც მიმსგავსებულია მაცხოვრის შობის ღამესთან.