ალილოს მსვლელობა დასრულებულია. შობის მახარობლები უკვე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან, სადაც სპეციალურად დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდიან. ნობათი კი, რომელიც შობის მახარობლებმა შეაგროვეს, სოციალურად დაუცველ ოჯახებში, ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ალილოს მსვლელობა დილიდან დაიწყო. შობის მახარობლები თბილისის ქუჩებში შობის დღესასწაულს ულოცავდნენ. შობის მახარობლები, რამდენიმე ადგილზე შეჩერდნენ, სადაც მათ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ტკბილეული გადასცეს.
ალილოს მსვლელობა გაიმართა რეგიონებშიც. თითქმის ყველა დიდ ქალაქში შობის მახარობლებმა ტკბილეული შეაგროვეს.