თბილისში საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ავლაბარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მიმავალ მანქანას გაუჩნდა.
ცეცხლი სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა უკვე ჩააქრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აალება, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.
როგორც შსს-ში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.