17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
მოითხოვა მორფი გამიკეთეთ, ოღონდ გააზავეთ, გულისრევას იწვევსო - ექიმის ცემისთვის დაკავებულ რეზო ნასიძის დედა 

მსახიობ რეზო ნასიძეს, ექიმის ცემის გამო ბრალს დღეს წაუყენებენ. ის განჩინების საფუძველზე მას შემდეგ დააკავეს, რაც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში ერთ-ერთ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.

მედპერსონალის განმარტებით, პაციენტი ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა და ექიმსაც ამის გამო გაუსწორდა.

ნასიძის დედა ამბობს, რომ მის შვილს ვირუსი ჰქონდა და ადასტურებს, რომ რეზო ნასიძე ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს, მორფინს ითხოვდა, რადგან სხვა წამლებმა ტკივილი არ გაუყუჩეს. დედა თამარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ მისი შვილი ექიმის უყურადღებობამ გააღიზიანა. 

„ეს არის მორფიუმი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მე გამიკეთეს რამდენჯერმე, როცა დამჭირდა. იმ დროს როცა პაციენტი შემოდის ასეთი ძლიერი ტკივილით სხვა რაღაცეები როცა უკვე გაკეთებული აქვს და არ შველის შეიძლება გაუკეთო.

რეზიმ მოითხოვა, რომ გამიკეთეთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ან მორფი გამიკეთეთ,ოღონდ გააზავეთ იმიტომ რომ გულისრევას იწვევსო ან რაღაც ძლიერიო, რამე მიშველეთო, ძალიან ცუდად ვარო, რამოდენიმე დღე ვებრძოდით ამ საშინელ ვირუსს,“-ამბობს რეზო ნასიძის დედა, თამარ ნიშნიანიძე.

ნასიძე ამ დრომდე კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და მას ფილტვების ანთება აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები