27 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
უბედური შემთხვევა ჭავჭავაძეზე - დაშავებულები, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევისას, დაშავებული 12 ადამიანი სამედიცინო ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს.

ქავთარაძის ქუჩაზე, კლინიკა „ევექსში“ ოთხი დაშავებულია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველადი ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.

ორი დაშავებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, რომელიც ავარიის დროს სასწრაფოს მანქანაში იყო მოთავსებული, ხიჩინაშვილი კლინიკაში მკურნალობს.

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დილით მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ბავშვი გადაჰყავდა, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობის ჯიხურს იმ დროს შეეჯახა, როდესაც შენობაში მშენებლობაზე დასაქმებულები იკრიბებოდნენ.

შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები