16 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
448 რეკრუტერმა სამშობლოსა და ერის წინაშე ფიცი დამოუკიდებლობის დღეს დადო

საქართველოს სადარაჯოზე მყოფ თავდაცვის ძალებს, დღეიდან, 448 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. სამშობლოსა და ერის წინაშე რეკრუტებმა ფიცი დამოუკიდებლობის დღეს თბილისში- თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადეს.

სწორედ, დამოუკიდებლობის დღეს ფიცის დადებამ რეკრუტებში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. ფიცთან ერთად, დადეს პირობაც, რომ სამშობლოს დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ.

ფიცის დადების ცერემონიას განსაკუთრებული ყურადღებით რეკრუტების ოჯახის წევრები აკვირდებოდნენ. ღონისძიებების სწორედ ეს კომპონენტი აღმოჩნდა ყველაზე ამაღელვებელი თავისუფლების მოედანზე შეკრებილი სხვა მოქალაქეებისთვისაც.

დამოუკიდებლობის დღეს დადებული ფიცის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ რეკრუტებს, რომლებიც თავდაცვის ძალებს ოფიციალურად დღეიდან შეუერთდნენ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით იმსახურებენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ყოველ წელს იმართება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. შესაბამისად, უკვე დღეიდან, რეკრუტები სამშობლოს სადარაჯოზე ოფიციალურად სამხედრო მოსამსახურის რანგში იდგებიან.

დღის ამბები