16 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
კიდევ ერთხელ ვადასტურებ აშშ-ის ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, ევროპული დემოკრატია - ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს ასე ძალიან სურთ და იმსახურებენ", - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ წერილში.

ენტონი ბლინკენის თქმით, მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს ისტორიული მიღწევა და შესაძლებლობა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რეალური გახდეს. სახელმწიფო მდივანმა ქართველ ლიდერებს მოუწოდა გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ სწორი მიმართულებით წაიწიოს.

დღის ამბები