გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, ახლა, როდესაც თქვენ და საქართველოს მოსახლეობა ზეიმობთ თქვენი დამოუკიდებლობის დღეს, ჩემს მეუღლეს და მე გვაქვს სიამოვნება, გადმოგცეთ ჩვენი გულითადი მილოცვა თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს. მე ვაფასებ კავშირს ჩვენს ერებს შორის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნები შეძლებენ ერთად მჭიდროდ მუშაობის გაგრძელებას მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები, რაც ჩვენს მომავალ თაობებს სამომავლოდ სარგებელს მოუტანს. ჩემს მეუღლეს და მე გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გადმოგცეთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი უთბილესი სურვილები მომავალი წლისთვის“, – ნათქვამია მეფე ჩარლზის მისალოც წერილში.