საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საზეიმო განწყობას თან საპროტესტო აქციაც ახლავს.
"საქართველოვ, მე ვარ შენთან" - ამ სახელწოდებით მარშმა სტარტი ფილარმონიასთან აიღო და, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ვაკის პარკთან დასრულდა. სწორედ ისე, როგორც 1919 წელს.
"ეს მსვლელობა ძალიან სიმბოლურია, თუმცა სიმბოლური არის ისიც, რომ ამ დღეს კვლავ, როგორც ბევრი წლის წინ, ადამიანაები არიან გამოსულები და იცავენ ქვეყანას. აქ არაფერი არ სრულდება, ხვალ-ზეგ არის უმნიშვნელოვანესი დღეები, არის ვეტოს დაძლევა პარლამენტში და ჩვენ უნდა ვიდგეთ ქუჩაში, კანონის ფარგლებში, მაქსიმალურად დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენი ეს მშვიდობიანი პროტესტი ბოლომდე უნდა გაგრძელდეს,“ - აცხადებს მოძრაობა "12 სართულის" დამფუძნებელი ვადო მაჭავარიანი.