05 დეკემბერი 2024,   07:06
ვრცლად
ავარია ჭავჭავაძეზე - 12 დაშავებულიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მუშები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. 12-დან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ის რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, პაციენტს ელენთა აქვს დაზიანებული. 

დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობას კი ექიმები სტაბილურად აფასებენ. კატასტროფის დროს დაშავებული ერთი მუშა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა „რედიქსის“ მშენებარე კორპუსთან იმ დროს მოხდა, როცა ობიექტის მუშები მათთვის განკუთვნილ ჯიხურში შედიოდნენ. მათ სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახათ. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები