17 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
გრიპის ვირუსი - შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს 

შალვა ნათელაშვილი გრიპის ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს.  

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი მედიკამენტებზე ფასების აწევაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მთავრობა გრიპის ვირუსს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და გრიპის ვირუსის სამკურნალო მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით უფასოდ დარიგდეს.

“საახალწლოდ ქვეყანას მოედო გრიპის ეპიდემია. გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი. ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც გამოიყენა მილიონების საშოვნელად, შექმნა აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტი, მედიკამენტების გაყიდვა კი დაიწყო ხუთმაგად და ათმაგად გადიდებულ ფასებში. მდგომარეობა სერიოზულია. მოვითხოვ, კონსტიტუციის თანახმად მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მედიკამენტების გაცემას და მკურნალობას სრულიად უფასოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას, სასწავლო პროცესის გადავადებას ეპიდემიის ჩავლამდე.“ - აცხადებს ნათელაშვილი.

დღის ამბები